პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაბდე “სიების ჩახსნა” არ არსებობს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მეზვრიშვილის თქმით, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.
“არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ”, – წერს მეზვრიშვილი.
**
12 ნოემბერს, კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.
“განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
“ინდივიდუალური წერილით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცესკო-მ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.