მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქართველი მევილიონე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დაიბადა 1946 წელს. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე იყო.
1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი იყო. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ლიანა ისაკაძის შემოქმედება დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე მრავალი წელია “ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის” სახელით მუშაობს. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია 1979 წელს. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.