მევენახეებს ვაზის გაჩეხვა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მისი შენახვა – Bloomberg

მევენახეებს ვაზის განადგურება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მისი შენახვა. ამის შესახებ Bloomberg წერს. მიზეზი, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოხმარების ახალი მოდელია: მსოფლიოში ახლა იმაზე მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე მომხმარებელს სურს შეიძინოს.
გამოცემის ცნობით, ავსტრალიელმა მეღვინემ გასულ წელს თავისი 14 ჰექტარი ვენახის ნახევარი გაანადგურა. ფერმერის თქმით, ვენახის შენახვით 23 000 დოლარს დაკარგავდა. სამომავლოდ ის ღვინის დაყენების შეწყვეტას გეგმავს, რადგან ის ეკონომიკურად მომგებიანი არ არის, ნათქვამია გამოცემაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით, მეღვინეების მეოთხედმა უკვე გადაწყვიტა ვენახების განადგურება მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მათ შორის იმიტომ, რომ ამ ინდუსტრიაში საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავენ.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ავსტრალიაში არ არის. 2023 წელს ღვინის წარმოებამ 60-წლიან მინიმუმს მიაღწია, მაგრამ ბაზრებზე კვლავ სიჭარბეა. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის სამთავრობო, ღვინისა და ვენახების შემცირების მიზნით.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მეღვინეობაში ვითარების გაუარესების კიდევ ერთი ფაქტორი ნედლეულის ხარჯების მკვეთრი ზრდა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ