“მევახშეების მეფე, ბიძინე, ჩვენ შენ გაგასახლებთ, არავინ უნდა დავემორჩილოთ ამ მთავრობას” – კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მარინა ხატიაშვილის გამოსახლების მცდელობას აღსრულების სამსახურის მიერ აპროტესტებს კარგა ხანია, დღეს, გამოსახლებისას, დააკავეს.
გათავისუფლების შემდეგ, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც შეუძლოდ შეიქმნა, კლინიკიდან ერთვება ტვ პირველს და ამბობს:
დღეს აშკარა გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პირველი მევახშე, მევახშეების მეფე, მთავარი მევახშე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი საკუთარ მოსახლეობას. ხდება საქართველოს ძირძველი მოქალაქეების გასახლება სახლებიდან განურჩევლად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა, და შემდგომში ფინანსური მაქინაციებით გასხვისება უცხო ქვეყნის ოკუპანტ მოქალაქეებზე და არა მხოლოდ მათზე, კორპორატიულ წრეებზე. მე 2012 წელსვე მივწერე ბიძინეს წერილი, სადაც ვეუბნებოდი, როდესაც შენ გამოდიხარ და ლაქლაქებ ბევრს ამ ნეოლიბერალიზმის მხარდაჭერის შესახებ, ეს არის ხალხის მტრობა, ერთხელ მქონდა საუბარი სულ მაგ პატარა კაცთან და მაშინვე ვუთხარი, ბიძინე, უარი თქვი შენი ქონების დაცვის პრინციპზე, იყავი დემოკრატი, გადადი ხალხის მხარეს, ნამდვილი დემოკრატია არის ხალხის მხარეს დგომა. ნეოლიბერალიზმი არის 1–2 კაცის ბატონობა და დანარჩენების პოლიციური სახელმწიფო 1–2 კაცის ქონების დასაცავად და დანარჩენების გასაჟლეტად, აი, რას აკეთებს . ბიძინა, ჩვენ შენ გაგასახლებთ ამ ქვეყნიდან, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური მოძრაობა, ჩვენ ვართ საქართველოს ხალხი და ჩვენ შენ ამ ქვეყნიდან გაგასახლებთ, გპირდებით. საპატრულო პოლიციას თითქოს აგინებდა ვიღაცეებიო, ჩაწერილია ყველაფერი, ხალხი კი არ აგინებდა, ისინი, პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე, ბარბაროსულად, ფაშისტურად დაუწყეს საკუთარ შვილებს, საკუთარ ახალგაზრდებს ჟლეტვა, იმისათის, რომ ისინი იცავდნენ 2 წლის ბავშვის საცხოვრისს. არავინ უნდა დავემორჩილოთ ამ მთავრობას, პარლამენტმა ხვალვე უნდა მიიღოს კანონი, რომ გამოსახლებები შეწყდეს, საერთოდ უნდა შეწყდეს გამოსახლებები. ამას ითხოვს ქართველი ხალხი, მშრომელი ადამიანები, ხელოვანები, პოეტები, მწერლები, მუშები, გლეხები, ხელოსნები, ექიმები – ადამიანები არან საშინელ დღეში. ბიძინა, შენ მართლა ხარ მახრჩობელა გველი, შენ ყველა ჩვენთაგანს ახრჩობ დღეს და ჩვენ ვართ ხალხი და ჩვენ შენ აგკუწავთ, თუ გონს არ მოხვალ და დროზე არ გადასახლდები და გასახლდები ამ ქვეყნიდან, ეს ქვეყანა შენი არ არის, ეს ქვეყანა არის ქართველი ერის ქვეყანა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“