“მედუზა გორგონას გავს, თან ხელებდაბმულს” – გვარამია

ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ძეგლს, “მთავარი” არხის დამფუძნებელი, ეხმაურება და წერს:

მედუზა გორგონას გავს, თან ხელებდაბმულს (ძველად ე.წ. საგიჟეში რომ გრძელსახელოებიანი პერანგებით ბოჭავდნენ პაციენტებს) მოკლედ, ეს ქანდაკება მე არ მომწონს. როგორი cool კონცეპტის მატარებელიც არ უნდა იყოს (დიდად ვერც ეგ გავიგე), ესთეტიურად არანაირად არ მომწონს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ სრულიად არაჰარმონიულია გარემოსთან მიმართებით: ზომაშიც და ფერშიც ნეგატიურად კონტრასტული, გარშემო სივრცის მიერ “შეჭმული” თუ პირიქით, სივრცეში უშნოდ გაჩხერილი.

ასევე დაგაინტერესებთ