ალბანეთში მიმდინარე U20 ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ.
მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ატაცში 100/104/107 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მარიამი აკვრაში დაძლეული 124/128 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 235 კილოგრამითაც. შედეგად მარიამმა 3 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს რეკორდებიც დაამყარა: ქვეყნის სარეკორდი ზღვარი ატაცში 8, აკვრაში 5, ხოლო ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა.
88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემ და მანუჩარ გოგოხიამ წარმატებით იასპარეზეს.
მსხალაძემ ატაცში 151/156 /161 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. აკვრაში დაძლეული 186/192/196 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამით მკერდი კიდევ ერთი ოქროს მედლით დაიმშვენა.
გოგოხიამ ატაცში 151/ 156/160 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა. აკვრაში გოგოხიამ 186/102/196 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. მანუჩარი ორჭიდში მოგროვილი 356 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ნანა ხორავა (77 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ხორავამ ატაცში 100/105 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა. აკვრაში დაძლეული 121/125 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ნანას აკვრაში დაფიქსირებული შედეგი იმ მომენტში ევროპის რეკორდი იყო. ხორავამ ორჭიდში მოგროვილი 230 კილოგრამით კი კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. მის მიერ ნაჩვენები შედეგები სამივე დისციპლინაში საქართველოს რეკორდია. ძალოსანმა ატაცისა და აკვრის რეკორდები 5- 5, ხოლო ორჭიდის 10 კილოგრამით გააუმჯობესა.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია – მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მურღვლიანმა სამი ოქროს, ვეკუამ კი ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა გოგონამ ძალოსნობაში ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა




