მედიკოსები – ისრაელის მიერ ჯაბალიაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

ღაზის სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის“ მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს.
აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები ჯერჯერობით შეჩერებულია. „ჰამასს“ სურს შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ ომი მხოლოდ „ჰამასის“ აღმოფხვრის შემდეგ შეჩერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში