მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, ვითარება რთულია – კალოიანი პატრიარქზე

8 ექიმისგან შემდგარმა კონსილიუმმა კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მოინახულა. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, კომენტარი რეანიმატოლოგმა და პარტია ფედერალისტების წევრმა, ვახტანგ კალოიანმა გააკეთა.
“დღეს რეანიმატოლოგები შევიკრიბეთ. სამედიცინო დოკუმენტაცია და ანალიზების პასუხები ვნახეთ და პაციენტი გავსინჯეთ. ვითარება რთულია. გულის მუშაობისა და წნევის შესანარჩუნებლად ის რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება. შემდგომი დინამიკა მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა.
ამ ეტაპზე, სისხლდენა გაჩერებულია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, მკურნალობა სრული მოცულობითა და სწორადაა ჩატარებული და ეს მკურნალობა არანაირ რადიკალურ ცვლილებას არ საჭიროებდა. ამ ეტაპზე რაც შესაძლებელია, ოპტიმალურია გაკეთებული. ამ ეტაპზე მის მდგომარეობას რა პრეპარატები და ტექნიკური აღჭურვილობაც სჭირდება, ყველაფერი უზრუნველყოფილია. ამ მხრივ დაატებითი მობილიზაცია საჭირო არაა”. – თქვა კალოიანმა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კათალიკოს-პატრიარქი კლინიკაშია გადაყვანილი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პატრიარქის მდგომარეობა “პრობლემურია, თუმცა, სტაბილური”.
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფო ასპანიძემ განაცხადა, რომ ილია მეორე ინტუბირებულია, იმყოფება ხელოვნური ძილის მდგომარეობაში, “რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს”.
სარჯველაძე პატრიარქზე: ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას