ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნისა და დაკავების გამო ორგანიზაცია მედიაომბუსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
დღეს, 19 ნოემბერს გამთენიისას პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის მიმდებარედ უწყვეტის საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიას იჩენდა და ფიზიკურადაც ძალადობდა.
მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
· სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს.
· სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ს კორესპონდენტს გივი ავალიანს
· ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე
· სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკას ჟურნალისტს მინდია გაბაძეს
მედიაომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა შეაჩეროს.