F-16 გამანადგურებლები, სავარაუდოდ, უკვე უკრაინაშია – წერს Newsweek აშშ-ის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რვა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გუშინ კი ნოვოჩერკასკის სადესანტო გემი განადგურდა.
“რუსი პროპაგანდისტები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინელებმა სწორედ F-16-ებით შეძლეს”, – წერს გამოცემა.
ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.