მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს სარატოვის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს სარატოვის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში, „კრისტალის“ ნავთობპროდუქტების საცავს დაარტყეს, რომელიც სამხედრო აეროდრომს „ენგელსი-2“ საწვავს აწვდის.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხედრო მოქმედებების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.
ცნობისთვის, მანამდე, სარატოვის ოლქში დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა გაავრცელა. გუბერნატორის განცხადებით, დრონების მასიური იერიშის შედეგად ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმო დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…