მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია თანახმაა უკრაინას 50 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდოს

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეაჩერა, თანახმაა კიევს მიჰყიდოს სულ მცირე 50 მილიონი დოლარის იარაღი. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-მა 1 მაისს დაწერა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ 30 აპრილს კონგრესს აცნობა განზრახვა უკრაინას მიჰყიდოს 50 მილიონის(ან მეტი) ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.
კონგრესმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან შეტყობინება მიიღო იარაღის ექსპორტის კონტროლის კანონის საფუძველზე, რომლითაც -ის პრეზიდენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტი.
Kyiv Post-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უკრაინულმა მედიამ აშშ-ის კონგრესის საიტზე მოიძია დამადასტურებელი, 29 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის ადრესატი კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია. ამ დოკუმენტს პირველმა ყურადღება მიაქცია უკრაინულმა გამოცემა Укрінформ-მა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წლის აპრილის შუა რიცხვებში CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ისგან შეიძინოს 15 მილიარდი დოლარის სარაკეტო სისტემები Patriot-ი და ამისთვის ევროპელი პარტნიორები მზად არიან კიევს ფინანსურად დაეხმარონ.
პასუხად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომს არ უნდა იწყებდე მასთან, ვინც შენზე ოცჯერ დიდია და შემდეგ იმის იმედი გქონდეს, რომ რამდენიმე რაკეტას მოგცემენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა