მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს ცოლმა მძევლების ოჯახის წევრებს უთხრა, რომ IDF-ს არ ენდობა

ისრაელური მედიის Haaretz-ის ცნობით, პრემიერმინისტრ ს ცოლმა, სარა ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ის ს თავდაცვის ძალებს არ ენდობა და მათ ისრაელის მთავრობის გადაგდება სურთ.
“სარა ნეთანუაჰუმ ჰამასის მძევლების ოჯახის წევრებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე თქვა, რომ ისრაელის არმიის მეთაურობას სამხედრო გადატრიალების მოწყობა სურთ მისი ქმრის წინააღმდეგ” – წერს Haaretz-ი.
ნეთანიაჰუს ოფისმა მედიის ეს ბრალდებები უარყო განაცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ სარა ნეთანიაჰუმ თავისი ინიციატივით დაგეგმა შეხვედრა მძევლების ოჯახის წევრებთან. როგორც ცნობილია, ღაზის სექტორში ჯერ კიდევ 116 ისრაელელი მძევალი რჩება. ინფორმაციას, თუ ვინაა ცოცხალი და ვინ გარდაიცვალა ტყვეობაში, ჰამასი ისრაელის მხარეს ვერ აწვდის.
ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მთავრობას შორის უთანხმოება განსაკუთრებით გამწვავდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც IDF-ის პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ მთავრობის მიერ დასახული ჰამასის განადგურების გეგმა არარეალისტურია და მასზე ხაზგასმა ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.
· ომში ისრაელის მიზნებზე ჰაგარის კონტროვერსიული განცხადება IDF-მა განმარტა