რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ვოლოდიმირის ოლქის კოლონიაში იყო დაპატიმრებული, მოსკოვის ერთ-ერთ გადაიყვანეს.
როგორც უკრაინული მედია Baza-ზე დაყრდნობით წერს, ნავალნი მოსკოვში ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ინფორმაციას უკვე რამდენიმე წყარო ადასტურებს.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი უცნობია და ის ბოლო რამდენიმე დღეა, ადვოკატებთან კავშირზე არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. მას 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებასა და მრავალ სხვა დანაშაულში.