მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს

მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეკრების მიზნაია, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ.
როგორც „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ყოვლად მიუღებელი.
„ჩვენ ვიხილეთ სისასტიკე, წამება. ეს კრიმინალიც აღარ არის, ეს კრიმინალზე უფრო მეტია. ეს არის იმის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გაღვივდეს. არა მარტო ჟურნალისტებზე თავდასხმა ვიხილეთ, არამედ სხვა ადამიანებზეც თავდასხმა. ნაცემი პოლიტიკოსი ვიხილეთ, ასევე, თავგატეხილი, დასისხლიანებული მსახიობი.
აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება, აუცილებელია საზოგადოება დადგეს და დაიწყოს ლაპარაკი. აქამდე მივედით იმით, რომ არ ვლაპარაკობთ. არ არის დებატები, დისკუსიები. აუცილებელია, არა პოლიტიკოსებმა, ან რომელიმე ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, არამედ საზოგადოებამაც დაიწყოს [საუბარი]“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას