მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს

მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.
თბილისის, ქუთაისისა და ს გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი.
მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი