მედიის ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთისა და -ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სტამბოლში რუსეთისა და -ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს და მხარეები ქვეყნებს შორის დიპლომატიური მისიების ნორმალიზების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ვაშინგტონს რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი წარმოადგენს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს არ განიხილავენ და მხოლოდ საელჩოების მუშაობის შესახებ ისაუბრებენ.
ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთს შორის საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხების შესახებ პირველი შეხვედრა სტამბოლში 27 თებერვალს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!