მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ ტარასკონის ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

საფრანგეთის ქალაქ ტარასკონის ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული არხი BFMTV-ი ავრცელებს.­
BFMTV-ის ცნობით, საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების სერია გრძელდება და ამჯერად, საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის ქალაქ ტარასკონში მდებარე ციხის ავტოსადგომზე ცეცხლი სამ ავტომობილს წაუკიდეს.
„დღეს დილით ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა.
საფრანგეთის ციხის ოფიცერთა პროფკავშირის, UFAP-ის გენერალურმა მდივანმა, ემანუელ შაბომ განაცხადა, რომ ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის კიდევ ერთი ციხის თანამშრომელს ავტომობილი სახლის წინ დაუწვეს.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ექვს ციხეზე განხორციელდა. დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას