ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ ჩორჩანაში მთავარი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის სოფელ უისტაში [ჩორჩანა] აქტიურად მიმდინარეობს გზის მთავარი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები, რომელთა საერთო სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენს.
გზის საფარის რემონტი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის დავალებით ხორციელდება“, – წერს მედია.



