მედიის თავისუფლების ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

დასკვნით სასამართლო პროცესამდე 1 დღით ადრე, მედიის თავისუფლების ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ს საქალაქო სასამართლოში ხვალ, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.
ორგანიზაციების განცხადება სრულად:
“ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეში განაჩენის მოლოდინში, რომელიც პარასკევს, 1 აგვისტოს გამოცხადდება, ხელმომწერი მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივად მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ამაღლობელი უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში იანვრიდან. თვეების განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხედველობა საგრძნობლად გაუარესდა. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა — ბრალდება, რომელიც ფართოდ აღიქმება როგორც გადამეტებული და პოლიტიკურად მოტივირებული და შვიდწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ. 14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა ისაუბრა იმ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც მან 11 და 12 იანვარს მისი დაკავების დროს.
დაკავების შემდეგ, ამაღლობელი და მისი დაარსებული მედიაორგანიზაციები გახდნენ დისკრედიტაციის კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური წნეხის სამიზნეები. „ქართული ოცნების“ ასევე უსაფუძვლოდ ადანაშაულებს მას უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში — რაც მისი, როგორც ჟურნალისტის, დისკრედიტაციის მცდელობაა. 17 ივლისს ხელისუფლებამ დააყადაღა გაზეთი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები — რაც ამ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება
საქართველოში ამაღობელი სიმბოლოდ მედიის სიმტკიცისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს.. მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნება“, მნიშვნელოვნად შეავიწროვა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რეპრესიული კანონებით, ჟურნალისტების უსამართლო დაკავებებით, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლით და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების დაუსჯელობით.
1-ლ აგვისტოს ჩანიშნული ამაღლობელის საბოლოო სხდომის წინ, კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და უზრუნველყოს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება. ჩვენი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი ივლისის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა პროცესების დასაკვირვებლად, ყურადღებით დააკვირდებიან ხვალინდელ მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ, რომ დასრულდება ეს დისკრიმინაციული დევნა, რომელიც მზია ამაღლობლის, მედიის თავისუფლების სიმბოლოს წინააღმდეგ ხორციელდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
· ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
· ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი (ECPMF)
· მუხლი 19 ევროპა
· OBCT
· ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ)
· ცენზურის ინდექსი
· ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)
· არამინტა