განახლება 05/12/2024: POSTV-ის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც რობინ დანიგანის ყალბი ციტატაა დატანილი, 4 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა საკუთარ ანგარიშებსა და ჯგუფებშიც გაავრცელეს (1;2;3;4). არქივის ბმულები (1;2;3;4).
4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (1; 2; 3). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას დემონსტრანტების მიერ ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჟურნალისტებსა და სამართალდამცავებზე ძალადობის შემთხვევების გამო შეშფოთებსაც გამოთქვამს. მედია პოსტებს თან ურთავს აღწერას: “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ელჩის ციტატაზე გამოხმაურებით ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი მათ რეალურად აღიქვამს და სჯერა, რომ ელჩმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმო.