მედია: 955 000 ლარი გოგა ხაინდრავას “შენდობისთვის” – რას ამბობს “ოცნების” პროპაგანდისტი

955 000 “ოცნების” პროპაგანდისტს – კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული რეჟისორი, გოგა ხაინდრავა “პირველების” შეკითხვებს არ პასუხობს.

დღეს “ტვ პირველმა” ხაინდრავას ჰკითხა, რა შინაარსის იქნება ფილმი – “შენდობა”, რომლის გადასაღებად მან 955 000 ლარი კინოცენტრისგან მიიღო.

ფილმის შინაარსი იქაა მოცემული და იქ წაიკითხეთ, როდის იყო თქვენ ჩემთან რეკავდით და ფილმის შინაარსი გაინტერესებდათ”, – ამბობს ხაინდრავა. 

ფილმის ანოტაცია კინოცენტრის გვერდზე არ იძებნება, ამიტომაც კითხვების დასასმელად “პირველები” კინოცენტრის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ არ სცალია და მოგვიანებით დაგვიკავშირდება. მას შემდეგ სამი საათი გავიდა, თუმცა საპასუხო ზარი მისგან არ განხორციელებულა.

ხელოვანებს, კი რომლებიც ორი წელია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ამბობენ, რომ კინოცენტრი პოლიტიკური დაკვეთების ცენტრად არის გადაქცეული.

კინოცენტრი გადაიქცა ძალიან დახურულ, ბუნდოვანებით სავსე, პოლიტიკური დაკვეთსი ცენტრად. მათ ჰყავთ რამდენიმე ერთგული მსახური, რომელბიც მონაწილეობენ მუდმივად ამ ჟირუის არჩევნებში და ამიტომ კომისიაში ერთი და იგივე გვარები გვხდება. სრულიად არ იყო გასაკვირი რომ მან მიიღო დაფინანსება, რადგან გოგა ხაინდრავას აქტიური მოღვაწეობა ამ ხელისუფლების პროპაგანდაში, ყველასთვის ცნობილია და როგორც რეჟისორი, არც განიხილება და მხოლოდ ირონიულად შეგვიძლია მოვიხსენიოთ”, – ამბობს კინოცენტრთან ბოიკოტის რეჟიმშიმყოფი ხელოვანი. 

“ოცნების” პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან თითქმის მილიონი ლარს მიიღებს – ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს.

კინოცენტრის ამავე კონკურსში გაიმარჯვეს: 

  • „შინ“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;
  • „იარე“ – პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;
  • „ზღვა ყველას მიიღებს“ – პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;
  • „შენდობა“ – პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.

ასევე დაგაინტერესებთ