წელს, 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში დანამატის სახით 163,1 მლნ ლარი, ხოლო პრემიის – 5,8 მლნ ლარი გაიცა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, წლევანდელი მაჩვენებლები 5,5 მლნ ლარით აჭარბებს შარშან (6 თვეში) გაცემულ დანამატს, ხოლო 2,5 მლნ ლარით პრემიებს. 2022 წლის 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში პრემიებზე გაცემული თანხა 3,3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო დანამატზე 157.6 მლნ ლარს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ უწყებებს, ძირითადად სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი პრემია (1,1 მლნ ლარი) და დანამატი (46,8 მლნ ლარი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა.
დანამატები:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 673,238 ლარი პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 118,941 ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია – 189,206 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 0 ლარი
ფინანსთა სამინისტრო – 1.8 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 212,272 ლარი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 92,820 ლარი
იუსტიციის სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 3.5 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 62,773 ლარი
თავდაცვის სამინისტრო – 8.2 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 46.8 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 492,141 ლარი
განათლების, მეცნიერების სამინისტრო – 88,562 ლარი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 438,081ლარი
პრემიები:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 20,175 ლარი პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 0 ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია – 98,509 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 0 ლარი
ფინანსთა სამინისტრო – 10,080 ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 51,920 ლარი
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 0 ლარი
იუსტიციის სამინისტრო – 2,926 ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5,500 ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 226,149 ლარი
თავდაცვის სამინისტრო – 628,433 ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 0 ლარი
განათლების, მეცნიერების სამინისტრო – 17,790 ლარი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 6,650ლარი