მედია – 54 000-მდე ადამიანი ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს

რუსეთში, ორი დღის განმავლობაში, 54 000-მდე ადამიანმა საგამოძიებო კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, რომ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ცხედარი მის ოჯახს გადასცენ.
მიმართვის გასაგზავნად ადამიანის უფლებათა პროექტ OVD-Info-ს სპეციალური სერვისი, Дятел-ი გამოიყენება, რომელიც განცხადების რამდენიმე წუთში გაგზავნის საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის მოთხოვნა 53 830 ადამიანს აქვს გაგზავნილი.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ უბრუნებენ. პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები დღეს დილით სალეხარდის მორგში არ შეუშვეს, სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის ცხედარია.

ასევე დაგაინტერესებთ