მედია: 5 სახელმწიფო ქონება, რომელიც დეკემბერში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ამასთან, უწყების ცნობით, 2025 წელს სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აუქციონის წესით 529 ობიექტი გაიყიდა.

„ბიზნესპრესნიუსი” სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი სახელმწიფო ქონებები გაიყიდა გასულ წელს ყველაზე მაღალ ფასად, ამ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. იქამდე კი გთავაზობთ, 2025 წლის დეკემბერში გაყიდული 5 ყველაზე ძვირადღირებული სახელმწიფო ქონების ჩამონათვალს.

  • თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე 16 837 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – აღნიშნული ქონება 28 210 000 ლარად გასხვისდა, შემსყიდველია შპს „კოსტავა თაუერსი”;
  • გარდაბანში, სოფელ კრწანისში, რუსთავის გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე მდებარე 160 724 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 27 743 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ქალაქ რუსთავში, რუსთავის გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე მდებარე 66 852 კვ.მ. და 68 930 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები; ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1696 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 33 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი; ქალაქ რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის მე-17 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 23 417 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ქონება 15 460 000 ლარად შპს „ტრანსკომ გრუპ”-მა შეიძინა;
  • გამარჯვებაში მდებარე 31 065 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1 045 000 ლარად გაიყიდა. შემსყიდველია დავით ბადოი;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზიანში მდებარე 574 605 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 862 500 ლარად თორნიკე ოსიაშვილმა შეიძინა;
  • ქალაქ თბილისში, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე მდებარე 373 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები – აღნიშნული ქონება 618 000 ლარად შპ „ტოიოტა ცენტრი თბილისმა” იყიდა.

წყარო