რა არის „ქართული ოცნების“ რეალური პრიორიტეტი? – ბიუჯეტი, რომელიც არასდროს ჰყოფნის სოციალურად დაუცველების, დევნილების ან შიმშილობის ზღვარზე მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარებას, საკმარისი აღმოჩნდა გრანდიოზული კონცერტების დასაფინანსებლად.
23 ივლისს მხოლოდ ერთ ღონისძიებაზე სახელმწიფომ 13 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მაშინ როცა მეორე დღეს ასობით ოჯახი შვილებთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს ივანიშვილის გუნდის მიდგომას, – აცხადებენ ოპოზიციაში.