მედია: “ჯერ გაიტაცეს, გამოსასყიდი რომ ვერ მიიღეს, ორივე მოკლეს…” – კრიპტო-თაღლითის საქმე, რომელიც რუსეთიდან 500 მილიონით გაიქცა: რა მოხდა გაერთიანებულ საამიროებში

ბოლო თვე­ებ­ში რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და რო­მან ნო­ვა­კის შე­სა­ხებ. რუსი მი­ლი­არ­დე­რის, ტე­ლეგ­რა­მის და­მა­არ­სებ­ლის პა­ველ დუ­რო­ვის მე­გობ­რად წო­დე­ბულ­მა მე­წარ­მემ, სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა რუ­სე­თი. ის გა­ექ­ცა მო­ტყუ­ე­ბულ ინ­ვეს­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გეს.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რო­მან ნო­ვა­კი და მისი მე­უღ­ლე, ანა, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხის წევ­რებ­მა წყვილ­თან კავ­ში­რი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ და­კარ­გეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ნო­ვა­კი და მისი ცოლი გა­მო­სას­ყი­დის მო­თხოვ­ნით გა­ი­ტა­ცეს. თუმ­ცა, სა­ჭი­რო თან­ხის ვერ მი­ღე­ბის შემ­დეგ, ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა ორი­ვე მოკ­ლეს.

მე­უღ­ლე­ე­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბის სიგ­ნა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და – ჯერ ჰა­ტა­სა და ომა­ნის რა­ი­ონ­ში, შემ­დეგ კი კე­იპ­ტა­უნ­ში (სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა). ამის შემ­დეგ კვა­ლი შე­წყდა. ანას მშობ­ლე­ბი დუ­ბა­ი­ში ჩაფ­რინ­დნენ, რათა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი წა­მო­ეყ­ვა­ნათ.

გა­ტა­ცე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი – რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი – უკვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მათ პე­ტერ­ბურ­გში გა­და­იყ­ვა­ნენ. და­ღუ­პუ­ლის მა­მამ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ვერ გა­ამ­ჟღავ­ნებს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა.

მა­ნამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნო­ვაკ­მა ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მო­ა­ტყუა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ: მე­წარ­მე­ე­ბი ჩი­ნე­თი­დან და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს ერთი დე­პუ­ტა­ტიც კი.

ნო­ვაკ­მა მო­ა­ხერ­ხა მთე­ლი იმ­პე­რი­ის შექ­მნა: უკ­რა­ი­ნელ დე­ვე­ლო­პე­რებს შე­უკ­ვე­თა კრიპ­ტო-გა­და­რი­ცხვე­ბის სწრა­ფი აპ­ლი­კა­ცია Fintopio, აგ­რო­ვებ­და თან­ხებს მსხვილ IT-კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­პი­რე­ბით და ყვე­ლას არ­წმუ­ნებ­და არაბ შე­ი­ხებ­თან და პი­რა­დად პა­ველ დუ­როვ­თან „გან­სა­კუთ­რე­ბულ კავ­ში­რებ­ში“.

მას შემ­დეგ, რაც ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი ჩა­დეს პი­რა­მი­და­ში, მა­მა­კა­ცი გა­უ­ჩი­ნარ­და. Fintopio-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხელ­ფა­სე­ბი ვერ მი­ი­ღეს, ინ­ვეს­ტო­რებ­მა კი ფული და­კარ­გეს.