გდდ-ს შეფი ზვიად ხარაზიშვილი თანამდებობაზე რჩება – ამის შესახებ “პირველებს” “ხარებას” თანაშემწემ, მარი ლეკიშვილმა განუცხადა.
გურამიშვილის ქუჩაზე მისულ “ტვ პირველის” ჯგუფს “ხარება” სასამხურში არ დახვდა, მისი წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ ზვიად ხარაზიშვილი გუშინ სამსახურში იმყოფებოდა. მარი ლეკიშვილი ირწმუნება, რომ “ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის გამო”, გდდ-ს შეფი თანამდებობას ვერ დატოვებს.
“ხარებას” თანაშემწის ეს განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის ვახტანგ გომელაურის დღეს დილით გავრცელებულ განცხადებასთან.