2025 წლის 6 თვეში თბილისში სამშენებლო ნებართვა გაიცა 697 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები (ათასი კვ.მ.) და წლიური ცვლილება
როგორც ირკვევა, წელს ნებართვების ყველაზე დიდი ნაწილი, 23% ისანშია გაცემული, რომელსაც 18%-ით დიდი დიღომი მოსდევს.