7 აგვისტოს, პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების 253-ე დღეს, როცა თბილისში აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა იმართებოდა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა პარტიის ოფისში, დახურულ ღონისძიებაზე.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ 2 ოპოზიციური პარტია აპირებს – ყველა დანარჩენი მას ბოიკოტს უცხადებს.
თბილისის მოქმედი მერის 25 კანდიდატიდან ყველა კაცია, მათი უმეტესობას აქვს “ოცნების” ხელისუფლებაში, მათ შორის, ნაწილს თბილისის საკრებულოში მუშაობის გამოცდილება. დეპუტატობის მსურველებიდან ორი მომღერალია, ერთი პოეტი, ორი აფხაზეთის ომის ვეტერანი.
მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ხელისუფლების დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. საკრებულოს წევრობის მსურველთა შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში იმის შესაბამისადაა, თუ რამდენად მრავალფეროვანი იყო მათი პოლიტიკური და საჯარო ცხოვრება.
ამ სტატიაში გიყვებით, რა ვიცით მათზე.