მედია: ცნობილი ხდება ვატიკანის საიდუმლო არქივში შენახული, უძველესი წიგნის შინაარსი – რა ამოიკითხეს ბერებმა?

ვა­ტი­კა­ნის სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ში შე­ნა­ხუ­ლი 900 წლის წიგ­ნი მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვალს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. რო­გორც და­სავ­ლუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, წიგნ­ში “მე­ო­რედ მოს­ვლის“ და გან­კი­თხვის თა­რი­ღიც წე­რია.

უძ­ვე­ლე­სი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ეს 2027 წელს მოხ­დე­ბა.

წიგ­ნი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს 112 მოკ­ლე, სა­ი­დუმ­ლო ფრა­ზას, 1595 წელს ბე­ნე­დიქ­ტელ­მა ბერ­მა, არ­ნოლდ ვი­ონ­მა ვა­ტი­კა­ნის არ­ქი­ვებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. ბე­რის თქმით, წიგნ­ში წმინ­და მა­ლა­ქი­ას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბია.

წმინ­და მა­ლა­ქი­ას მი­ა­წე­რენ ტექსტს “პა­პე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას”, რო­მე­ლიც სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ ლა­თი­ნურ ფრა­ზებს შე­ი­ცავს. ის აღ­წერს ყვე­ლა პაპს სე­ლეს­ტი­ნე II-ის შემ­დეგ.

ბოლო პა­სა­ჟის მი­ხედ­ვით, წიგნ­ში ნახ­სე­ნე­ბი უკა­ნას­კნე­ლი პა­პის შემ­დეგ, “სა­ში­ნე­ლი მსა­ჯუ­ლი გა­ნი­კი­თხავს ხალ­ხს და ეს იქ­ნე­ბა და­სას­რუ­ლი“. ზო­გი­ერ­თის აღ­ქმით, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პაპი ფრან­ცის­კე ბოლო იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ტექ­სტი ყალ­ბია.

წმინ­და მა­ლა­ქია წმინ­და­ნად შე­რა­ცხვამ­დე იყო ირ­ლან­დი­ე­ლი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი რე­ლი­გი­უ­რი რე­ფორ­მე­ბით.

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ირაკლი ზარქუა – ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ