დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან – მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან.
მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი, რომელმაც იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ქურთუკი, რომელიც მას 4 ოქტომბერს ეცვა.
მისივე თქმით, მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.
დაიწყეს ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავისი ნებით წარადგინა, ეს ქურთკი მას 4 ოქტომბერს ეცვა. მარიამს დაკავების დროს განუმარტეს, რომ ეს იყო 226-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ეს არის სრულიად სხვა მუხლი, რომელიც განსხვავდება სხვა დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალდებისგან. მარიამი საერთოდ არ იმყოფებოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან, რაიმე კუთხით მონაწილოება არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე. მიუტანეს დაზუმებული ქურთუკის ფოტო და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეს სახლში, ბუნებრივია მან ამოიცნო, – ამბობს ადვოკატი.