მედია: ცენზურა განსხვავებული აზრის გამო – -ს ფბ-გვერდიდან მოქალაქეებს კომენტარებს უშლიან და ბლოკავენ (ვიდეო)

ცენზურა განსხვავებული აზრის გამო – შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ გვერდიდან მოქალაქეებს კომენტარებს უშლიან და ბლოკავენ ყველას, ვისი შეფასებებებიც არ მოსწონთ. სოციალურ ქსელში კამპანია გელაძის უწყებამ მას შემდეგ წამოიწყო, რაც საჯარო კრიტიკის შემდეგ განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ხალხი არა თუ ტროტუარზე დგომის გამო, არამედ იმის გამო დააკავეს, რომ აქციის მონაწილეები ქუჩაში ხალხის გადაადგილებას უშლიდნენ ხელს.

ამ განცხადებას საზოგადეობაში უმწვავესი რეაქცია მოყვა და სწორედ ამის შემდეგ დაწიყო ხალხმა -ს ფბ გვერზე კომენტარების წერ,ა თუმცა ისინი  დაბლოკეს. როგორც აქტვისტები ამბობენ, ზოგი შავ სიაში მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ სამინისტროს ფეისბუკ პოსტზე სასაცილო რეაქციის ფუნქცია გამოიყენეს.

დაბლოკილებს შორის მოხვდა ასევე ადვოკატი მარიკა არევაძეც.

ამ საქმეებში არ არსებობს არც დაზარალებული, არც ვინმე ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეფერხება შეექმნა ტროტუარზე გადაადგილების გამო და დიახ სწორედ ტროტუარზე გადაადგილების გამო, ოქმებში ასე წერია, არიან ადამიანები პასუხისგებაში მიცემულები. სწორედ ამ შეკითხვებით როდესაც კომენტარი დავუწერე ამ აბსურდულ განცხადებაზე, რადგან ხალხმა მათ შორის მათ გვერდზე უნდა იცოდნენ რეალურად რა ხდება, უბრალოდ დამბლოკეს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ადამიანი არაერთია”, – ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”