მედია: ცათამბჯენები იპოდრომთან – სასამართლოში ოპოზიციის სარჩელის განხილვა უვადოდ გადაიდო

იპოდრომის განაშენიანების პროექტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა უვადოდ გადაიდო.

საუბარია თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომლისთვისაც თბილისის საკრებულომ ივნისში ზონის ცვლილებას მხარი დაუჭირა.

პროექტით,  დედაქალაქის ცენტრში მდებარე 80 145 კვადრატულ მეტრზე 7 ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ოპოზიციამ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ტერიტორიის მფლობელი შპს “ცენტრალ პარკ ავენიუა”, რომლის დირექტორიც ვასილ ფხაკაძეა. „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ ტერიტორია „ფონდი ქართუსგან“ შეიძინა. 7 შენობიდან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი.

“პროექტს აქვს სატრანსპორტო და ურბანული პრობლემები. იმ ტერიტორიაზე განადგურდება 4.200 ნარგავი და ეს იქნება პრობლემა არამარტო იმ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის და მიკრორაიონისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის, რადგან ეს ნარგავები განიავების პროცესს უწყობს ხელს.

პროექტში წერია, რომ ნარგავების 25% მოიჭრება და 75% გადაირგვება, მაგრამ ამ ხეების გადარგვასაც აუცილებლად მოჰყვება მათი განადგურება.

სხდომა არ ჩანიშნულა, ეს პროცესიც უვადოდ გადაიდო. ჩვენ, საკრებულოს წევრები, არჩევითი თანამდებობის პირები საკრებულოში ვართ იმისთვის, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მათი ინტერესების შესაბამისად გადავწყვიტოთ და არა ქართული ოცნების ელიტის, სა და მასთან დაახლოებული პირების ინტერესებიდან გამომდინარე. იმედს ვიტოვებ, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი, თავისი ელიტით, წავა ხელისუფლებიდან და თბილისის განადგურების გეგმა შეუსრულებელი დარჩება”  განაცხადა თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის წევრმა ლილე ლიპარტელიანმა.

წყარო