მედია – ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა.
წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!