მედია: ჩეხური მართლმადიდებლობა მოსკოვის მკლავებში

ჩეხეთის მიწებისა და ს მართლმადიდებელ ეკლესიაში უფლებამოსილება შეუჩერდათ პრაღის ეპარქიის წინამძღვრის მდივანს იგორ სტრჟელეცსა და საეპარქიო საბჭოს ხელმძღვანელს დეკანოზ იან ბერანეკს.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის პირველი გადადგომაა ეკლესიის იმ ერთადერთ ეპარქიაში, რომელსაც ჯერაც არ დაუგმია ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი.

ამის მიზეზად ასახელებენ პრაღის ეპარქიის მღვდელმსახურების მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან: ბევრი მათგანი სწავლობდა რუსეთში, შემდგომში კი ძვირადღირებულ საჩუქრებსაც იღებდა კრემლისა და პატრიარქ კირილისგან ვილებისა და ამა თუ იმ პროექტების დაფინანსების სახით.

პრაღის ეპარქიის პრესსამსახურის განცხადებაში იგორ სტრჟელეცისა და იან ბერანეკის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე ნათქვამია, რომ გადადგომა განპირობა აუდიტმა და „ეპარქიის მუშაობის გასაუმჯობესებლად“ რეფორმის გატარების აუცილებლობამ.

2023 წლის ბოლოს გაირკვა, რომ პოლიციამ შემოწმება დაიწყო როგორ გადასცა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა და პრაღის ეპარქიის წინამძღვრმა, მიქაელ დანდარიმ მიწის ნაკვეთი საზოგადოებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. საუბარია ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცაში მდებარე მიწაზე, მასზე განთავსებული სამლოცველოსა და სახლზე. სწორედ დანდარმა მოაწერა ხელი განკარგულებას ორი სასულიერო პირის გადადგომის შესახებ.

„გადაყენებები მოულოდნელი იყო. ზოგადად, ყველა გადადგომა, რომელიც ხდება ეკლესიაში, განსაკუთრებით პრაღის ეპარქიაში, მოულოდნელია ხოლმე. ეპისკოპოსი გამოსცემს განკარგულებას, რომელსაც არანაირი ახსნა არ ახლავს, – ამბობს პრაღელი ისტორიკოსი და მხარეთმცოდნე ვლადიმირ პომორცევი, – ასე მოხდა იგორ სტრჟელეცის შემთხვევაშიც.

დეკანოზ იან ბერანეკის გადაყენების შესახებ კიდევ უფრო ცოტაა ცნობილი. აქ ვითარებას ისიც ართულებს, რომ გადაყენების მიუხედავად ბერანეკი განაგრძობს მღვდელმსახურებას ში, რესლოვას ქუჩაზე მდებარე წმინდა კირილესა და მეთოდეს ტაძარში.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბულდოგების ბრძოლას ხალიჩის ქვეშ: რა თქმა უნდა, არ ვიცით, რა და რატომ მოხდა, რა იყო მიზეზები – საჯაროდ არავის გაუკეთებია განმარტება. ამასთან, ყველას, ვინც რამენაირად ჩართულია ამ საკითხში, მიაჩნია, რომ მომხდარი წაადგება მართლმადიდებელ ეკლესიას. გაჩნდა უკეთესისკენ ცვლილების იმედი. მინდა დავიჯერო, რომ სტრჟელეცის გადადგომა ხელს შეუწყობს პრაღის ეპარქიაში სიტუაციის განმუხტვას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყოველივე ეს დიდ გავლენას ახდენს ეპარქიის სარგებლობაში არსებულ კულტურულ ძეგლებზე, მათ შორის ოლშანის სასაფლაოზე არსებულ ეკლესიაზე“, – ამბობს ისტორიკოსი და მხარეთმცოდნე.

ვრცლად