მედია: ჩამონგრეული შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება (ვიდეო)

ჩამონგრეული შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. მ შემთხვევის ადგილზე გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა, რომ შენობა მე-5 კატეგორიის იყო, რაც, როგორც წესი, შენობის დემონტაჟის საჭიროებას გულისხმობს.

კალაძის თქმით, შენობა გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარებოდა, უნდა მომხდარიყო სრული დემონტაჟი, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა შენობიდან გასვლაზე უარი განაცხადა.

სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხევევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 ადამიანი. 1 არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული. მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის გაუქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.

სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ასეთი პროგრამების განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული” – განაცხადა კალაძემ.

მოგვიანებით, შემთხვევის ადგილას მყოფმა ინჟინერმა, საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკო კახეთელიძემ კალაძისგან განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შენობა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

პარაპეტი რაც ჩამოინგრა, ეს არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი ელემენტი, შენობის გალამაზებისთვის და მოხდა ეს ფაქტი.

შენობა არის მე-3 კატეგორიის. მე-3 კატეგორია არ გულისხმობს, რომ უნდა შემოღობო ეს შენობა,” – განაცხადა მან. 

კორუფციის მკვლევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, გელამ [გელაძემ] პირველი ვინც უნდა დაკითხოს – კალაძეა