მედია: შიდა ქართლში კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო მოზარდს სასტიკად გაუსწორდნენ

ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
 როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანი ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის მიზეზით.
 ,,ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”