მედია: შეუძლიათ თუ არა ნატოს ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, როგორც ამას ტრამპი ითხოვს?

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, თუ მათ სურთ, ვაშინგტონმა გაამკაცროს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება შრომატევადი და რთული პროცესი იყოს.

ამჟამად ნატოს მხოლოდ სამი ქვეყანა ყიდულობს რუსულ ნედლ ნავთობს: უნგრეთი, და თურქეთი. თურქეთი – ყველაზე მეტს.

“ჩვენი მონაცემებით, (თურქეთი) რუსული ნავთობის მსოფლიოში სიდიდით მესამე იმპორტიორია”, – განუცხადა 15 სექტემბერს რადიო თავისუფლებას ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანალიტიკოსმა პეტრას კანიტასმა.

“თურქეთი რუსულ ნავთობს ძირითადად იმიტომ ყიდულობს, რომ ის დიდადაა ფასდაკლებული”, – დასძინა მან. – “ისინი ასევე სარგებლობენ რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებით და ევროპაში საწვავის პროდუქტების გაყიდვით”.

ტრამპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაპარაკობდა მეორად ტარიფებზე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ და უკვე დაუწესა ისინი ინდოეთს. 13 სექტემბერს Truth Social-ზე მან “ნატოს ყველა ქვეყანას” მოუწოდა შეწყვიტონ იმპორტი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსი ახვლედიანი – მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე რიჟვაძე – როგორც ვიცი, კამერებში არ ჩანს, როგორ იღებს იარაღს – თორნიკე ჩემთვის არა მარტო მეგობარი იყო, მეოთხე შვილივით მყავდა, რაიმე ზეწოლა რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა