მედია – შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით, დან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე, რომელსაც მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში დან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტანკერს Midvolga 2-ს რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, როდესაც მას თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით თავს დაესხნენ.
„გემის ეკიპაჟის 13 წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და ისინი დახმარებას არ ითხოვენ. გემი ჩართული ძრავით სინოპისკენ მიდის“, – აცხადებს თურქეთის უწყება.
ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალ ტანკერებს, Kairos-სა და Virat-ს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართული Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონებით დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში