მედია: “შავი ქვრივები”: როგორ მდიდრდებიან თაღლითები რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომსახურეთა ხარჯზე

ს სახელმწიფო დუმაში გამოვიდნენ წინადადებით, შემუშავებულ იქნეს კანონპროექტი ე.წ. „შავი ქვრივების“ წინააღმდეგ – ქალებისა, რომლებიც სახელმწიფოსგან ფულის მისაღებად ფიქციურ ქორწინებას აფორმებენ ში ომის მონაწილეებთან. დეპუტატ ანდრეი კოლესნიკის თქმით, „შავი ქვრივები“ სარგებლობენ იმით, რომ სამხედრო მოსამსახურეები ფრონტზე გამგზავრებამდე „მთლად ჯანმრთელ მდგომარეობაში არ არიან“. მიუხედავად იმისა, რომ კოლესნიკის კოლეგებმა ასეთი კანონის ეფექტიანობა უკვე დააყენეს ეჭვქვეშ, პრობლემაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ: ამ ზაფხულში ბრიანსკის სასამართლომ პირველად აღიარა ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურესთან ქორწინება ფიქციურად.

„მან ის დაათრო“

2024 წლის 12 მარტს, ბრიანსკის ოლქის სოფელ კრასნაია-გორაში, დაკრძალეს 40 წლის სერგეი ხანდოჟკო, რომელიც 24 თებერვალს დაიღუპა კრემენნაიას მახლობლად. დაკრძალვის ცერემონია სოფლის გარეუბანში, წმინდა სამების ეკლესიაში გაიმართა. ხანდოჟკომ ადგილობრივი სკოლა დაამთავრა 9-წლიანი განათლებით, ჯარში არ უმსახურია და კონტრაქტი 2023 წლის ოქტომბერში გააფორმა.

დოკუმენტების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე ხანდოჟკომ 37 წლის ელენა სოკოლოვაზე (პირველ ქორწინებამდე მისი გვარი ლავრინენკო იყო) იქორწინა. როგორც პროექტ „ოკნოს“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სოკოლოვა მეზობელი სოფლიდან, პალუჟსკაია-რუდნიადანაა. ადრე ის სოფლის მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, მაგრამ ხანდოჟკოსთან ქორწინების დროს სამხედრო კომისარიატში იყო დასაქმებული – მოქალაქეების რეგისტრაციაზე იყო პასუხისმგებელი. მას წინა ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ