მედია: ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი და ოფიცერი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ, ჰააგაში ჩვენების მიცემას დათანხმდა

ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი და ოფიცერი, იგორ სალიკოვი, ში ს სამხედრო დანაშაულების შესახებ, ჰააგაში ჩვენების მიცემას დათანხმდა.
მედია წერს, რომ სალიკოვი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეესწრო, მათ შორის: დონბასში “ცრუ დროშის ოპერაციებს”, “სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, სამხედრო ტყვეების წამებასა და სიკვდილით დასჯას, ბავშვების გატაცებას, რომლებიც “საზღვრის გავლით ბელარუსში გადაიყვანეს”.
იგორ სალიკოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი (GRU), მოგვიანებით “ვაგნერის” დაგჯუფების უფროსი ინსტრუქტორი და “Redut”-ის ერთ-ერთი მეთაური იყო. მან რუსეთი ოჯახთან ერთად 2022 წლის ივნისში დატოვა. ახლა ის კეიპტაუნიდან (სამხრეთ აფრიკა) ნიდერლანდებში გაფრინდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებას ცდილობს.