მედია: ყოფილი მოსამართლის სკანდალურ განცხადებებზე “ოცნება” გამოძიების დაწყებას არ აპირებს (ვიდეო)

ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ განცხადებებზე “ქართული ოცნება” გამოძიების დაწყებას არ აპირებს. დღეს ირაკლი მ “პირველების” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა: “აქ სისულელეზე უნდა დაიწყოს გამოძიება”.

ეს არის რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ჩანაწერი, ახლა აქციის წინ გაახსენდა ვიღაცას. პასუხი უკვე გაეცა ყველა დეტალს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიპლომთან პრობლემა, ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა. განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს. არ არის საინტერესო. საად არის ჩანაწერი, რა ჩანაწერი? აქ სისულელეზე უნდა დაიწყოს გამოძება, ამას ამტკიცებთ“,- ამბობს კობახიძე. 

ალავიძის მამხილებელ განცხადებებზე დღეს “ტვ პირველმა” კითხვები დაუსვა საც. თბილისის მერი ამბობს, რომ “ჭორაობას ვერ დაიწყებს”.

არც ის ვიცი ვინაა ეს პიროვნება და არც ის ვიცი, რა განცხადებებზე მეუბნებით. ყველა განცხადება, რომელიც არის გაჯერებული პოლიტიკური სპეკულაციებით,ა რის აბსურდული. არანაირი ფაქტი არანაირი მტკიცებულება”,  – აცხადებს კალაძე. 

  • სკანდალური ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ  ვრცელი ინტერვიუ ინგა გრიგოლიას “რეაქციას” მისცა და განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ “ურჩევს საქმეებს” სასამართლოს გავლენიანი გარემოცვა მოსამართლეებს.

მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეები, რომლებსაც ალავიძე ე.წ. კლანს უწოდებს.