მედია: ყოფილი მოსამართლე, რომელმაც “ოცნების” წინააღმდეგ სკანდალური ჩვენება მისცა, ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, რომელმაც “ოცნების” წინააღმდეგ სკანდალური ჩვენება მისცა, ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს.

“ეჭვი არ მეპარება, აუცილებლად შეეცდებიან იგივე დაჯგუფების წევრები და მათი ლიდერი ჩემს ლიკვიდაციას, ვიდრე ხელისუფლებაში არიან” – წერს ალავიძე სოციალურ ქსელში.

ყოფილი მოსამართლის თქმით, “ოცნებამ” მოწმეებზე ზემოქმედება უკვე დაიწყო, ერთი პირდაპირი მოწმე კი საერთოდ ციხეში ჰყავს გამომწვდეული – საუბარია სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილზე.

ბატონო ბიძინა! მე თქვენი და თქვენი ხელმოცარული ჯალათების არსდროს შემშინებია, უბრალოდ ცოტა ხანს მინდა სიცოცხლე, ჩემ სამშობლოს რომ ვემსახურო! – მიმართავს ალავიძე ივანიშვილს.

ჩემი პირდაპირი საჯარო ჩვენების შემდეგ ნებისმიერი გონიერი ადამიანი, მით უფრო საშუალო დონის იურისტი გამოიტანს დასკვნას, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს და სასამართლოს არსებობის პირობებში დადგება ძალიან ბევრი ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ერთი პირდაპირი მოწმე, სოსო გოგაშვილი მათ გამომწყვდეული ყავთ. მეორე ხელიდან გაუსხლტათ, სხვა მოწმეებზე ზემოქმედება დაიწყო!
ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად შეეცდებიან იგივე დაჯგუფების წევრები და მათი ლიდერი ჩემს ლიკვიდაციას, ვიდრე ხელისუფლებაში არიან და ძალაუფლება მათ ხელშია!
სამწუხაროდ ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანები (მომიგზავნეს პირდაპირი მნიშვნელობით), ამიტომ გადავწყვიტე მაქსიმალურად შევამცირო კომუნიკაცია ნაცნობებთან და ახლობლებთან მათივე უსაფრთხოების მიზნით (მომიტევეთ).
ბატონო ბიძინა! მე თქვენი და თქვენი ხელმოცარული ჯალათების არსდროს შემშინებია, უბრალოდ ცოტა ხანს მინდა სიცოცხლე, ჩემ სამშობლოს რომ ვემსახურო!”, – წერს ბესარიონ ალავიძე. 

  • სკანდალური ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ  ვრცელი ინტერვიუ ინგა გრიგოლიას “რეაქციას” მისცა და განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ “ურჩევს საქმეებს” სასამართლოს გავლენიანი გარემოცვა მოსამართლეებს.

მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეები, რომლებსაც ალავიძე ე.წ. კლანს უწოდებს.

წყარო