მედია: ყოველი მე-4 დასაქმებული საჯარო სექტორშია – „ყველა მთავრობა ცდილობს, მეტი ადამიანი იყოს მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული“

„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „საქსტატის“ რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმება მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა და 2022 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში სამსახური დამატებით 12.5 ათასი პირისთვის მოიძებნა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”