მედია: ყირგიზეთში ქართველი ე.წ „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავეს

ს დედაქალაქ ბიშკეკში 33 წლის ქართველი, ე.წ „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული საქართველოში კანონიერი ქურდის ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად „კარალიკას“ ნათესავია და საქართველოში ერთ-ერთი ქალაქის ე.წ „მაყურებლად” არის წოდებული.

ყირგიზეთის პოლიციის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, შსს-ის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის მესამე სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ ბიშკეკში ნაქირავებ ბინაში უცხოელი ცხოვრობდა და ინახავდა უცნობი მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს, რის შემდგომაც ადგილზე ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი (TT პისტოლეტი) სამი ტყვიით და წაშლილი ნომრებით. გარდა ამისა, ამოიღეს 19 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც დააკავეს 1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მ.ვ..

დაკავებული საქართველოს მოქალაქე ბიშკეკის საგამოძიებო ციხეშია გადაყვანილი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao