მედია: ღაზის ჩრდილოეთში მისიის დასრულების შემდეგ, ისრაელის ტანკები სამხრეთით მიემართებიან

ისრაელის ტანკები, ჯავშანტექნიკა და ბულდოზერები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილისკენ მიემართებიან მას შემდეგ, რაც ს მეთაურმა განაცხადა, რომ არმიამ ჩრდილოეთში მისია თითქმის დაასრულა.
”ჩრდილოეთ მონაკვეთზე მიზნები თითქმის მიღწეულია. ვიწყებთ სახმელეთო მანევრების გაფართოებას ზოლის სხვა ნაწილებზე, ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ დამხობის მიზნით” – განუცხადა ისრაელის ჯავშანტექნიკის მეთაურმა ისრაელის არმიის რადიოს.
სახრეთ ნაწილში ღაზის სექტორის დაბომბვა 4 დეკემრის გამთენიას დაიწყო.
“ისრაელის სამხედრო მანქანები იმყოფებოდნენ სალაჰ ალ-დინის გზის სამხრეთ ნაწილზე, რომელიც მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ტყვიებს ისროდნენ ხალხის მიმართულებით, რომლებიც ცდილობდნენ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას,” – განუცხადა, მოწმე მოაზ მუჰამედიმ AFP-ს.