ღაზაში, დახმარების ცენტრთან ახლოს ისრაელის ტანკების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ჰუმანიტარულ ცენტრთან ახლოს გახსნეს.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო შეტევა 18 მარტს განაახლა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურება და ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაა.