მედია: ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტს ამუშავებს. ამ ეტაპზე დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშით მიმართა.

სკოპინგის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადების წინა ეტაპია. ამ დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს საგზაო პროექტირების სტანდარტების თანახმად, მოდერნიზებული გზის საპროექტო სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი. სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება.“

წინასწარი გათვლებით ახალი გზა შეეხება 200-მდე კერძო მიწის ნაკვეთს და 20-ზე მეტ შენობა-ნაგებობას. ქონების საკომპენსაციოდ კი ჯამში 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიში მომზადებულია ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.

ქობულეთის არსებული შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

25 დაღუპული და 209 დაშავებული ქობულეთის შემოვლით გზაზე

გზის გადაკეთების ერთ-ერთი მიზეზი ხშირი ავარიებიც იყო, თუმცა დეპარტამენტი ყოველთვის აცხადებდა, რომ არსებული ორზოლიანი გზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა.

ამ თემას ეხება სკოპინგის ანგარიშიც, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე 2023 წელს მომხდარი ავარიებია განხილული.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციაზე – გადახაზეს და გადაღებეს ბანერები, სადაც ეწერა „არა ომს“, წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან? – 26 ოქტომბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი!

გივი მიქანაძე – მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად – სუს-ის განცხადება პრევენციულია

მარია ზახაროვა – რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს