ბავშვთა დაცვის დღეს ქვეყანა ისევ საგანგაშო ციფრებით ხვდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა თითქმის 300 ათასს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ბავშვი საქართველოში სიღარიბეში ცხოვრობს. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება უპრენცენდენტო ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარი იმდენად კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, რომ 100 ათასობით მოზარდი საბაზისო მოთოვნებსაც ვერ იკმაყოფილებს.
ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბავშვები ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავდნენ, უმრავლესობა მათგან საზეიმო განწყობა საერთოდ არ აქვს, მშობლები კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიტანონ თავი თვიდან თვემდე. “ქართული ოცნების” ხელისუფლება სიღარიბეში მყოფ ბავშვებს მხოლოდ 200 ლარიან საარსებო შემწეობას სთავაზობს, რაც იმდენად მიზერულია, რომ მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
დღეს ქვეყანაში არის რეალობა, სადაც სიღარიბე და შიმშილი ბავშვების განუყოფელ ნაწილად იქცა. მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გავლენას ახდენს მოსწავლეთ მიღწევებზეც. ამას ემატება დაუცველი გარემოც. ბოლო ერთ წელში 15 -მდე ბავშვის ამბავმა ქვეყანა შეძრა. ისინი ან სიღარიბეს, ან გაუმართავ და სიცოცხლისთვის სახიფათო ინფრასტრუქტრას შეეწირნენ.